იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

იტალიაში, უდინეს პროვინციაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 32 წლის ეკა ჯაჯვანი. მას ქვეითად გადაადგილებისას ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ, ამ წუთებში მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის გადასვენებული გარდაცვლილი.

„ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა!!!

ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 32 წლის ეკა ჯაჯვანი,უდინეს პროვინციაში მანქანამ გაიტანა.

ძალიან მიმძიმს პოსტის წერა😭

ჯერ არაფერი არ ვიცით სად გადაასვენეს,ადგილზე გარდაიცვალა...როგორც კი გაირკვევა რამე დავწერთ.

ყველაზე მეტად საჭიროა სწორი და დროული რეაგირება მიცვალებულის გადასვენებისთვის.

ვუსამძიმრებთ ოჯახს,ახლობლებს,მეგობრებს,უდინეს ემიგრანტებს და სრულიად საემიგრაციოს...

ძალიან გთხოვთ ილოცეთ მისი სულის სიმშვიდისთვის.

ძალიან გთხოვთ ფრთხილად იყავით ,გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, - უდინეს ემიგრანტების ჯგუფის ადმინი.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com