22 წლის ცნობილი მომღერალი მანქანაში ჩაცხრილეს » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

22 წლის ცნობილი მომღერალი მანქანაში ჩაცხრილეს

22 წლის მომღერალი დელაროსა (ნამდვილი სახელი მარია დე ლა როსა) ლოს-ანჯელესში გაჩერებულ მანქანაში მოკლეს, იუწყება ABC 7.

ცნობების თანახმად, 22 ნოემბრის ღამეს ორი შეიარაღებული მამაკაცი მიუახლოვდა მანქანას, რომელშიც მომღერალი და მისი ორი მგზავრი იმყოფებოდნენ და ცეცხლი გახსნეს. მომღერალი ნორთრიჯის საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი თანმხლები პირები მძიმედ დაშავდნენ და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მკვლელობა შესაძლოა ლათინურამერიკული ბანდების საქმიანობას უკავშირდებოდეს. დელაროსა მუსიკალურ კარიერას ახლა იწყებდა – მისი პირველი ცნობილი ალბომი, “No Me Llames”, გასული წლის აგვისტოში გამოვიდა. პოლიცია ამჟამად მოტივის დადგენას ცდილობს, მაგრამ ეჭვმიტანილები კვლავ თავისუფლებაზე არიან.


22 წლის ცნობილი მომღერალი მანქანაში ჩაცხრილეს - ფოტო 2

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com