ცნობილია 21 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიაში დაიღუპა » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

ცნობილია 21 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიაში დაიღუპა

თბილისში, ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო და თბილისში მუშაობდა.

ის უნივერსიტეტის ქუჩაზე, მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავარია მოხდა.

"ზარზმის, ადიგენის და მთელი ქვეყნის ტკივილია ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება..

ზარზმელებო,მხოლოდ ერთ ახალგაზრდას არ ვემშვიდობებით...ვემშვიდობებით ჩვენი სოფლის მომავალს, იმედს, ენერგიასა და იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ წინ ჰქონდა გასავლელი.სოსო საგინაძე იყო შვილი, ძმა, მეგობარი, თანასოფლელი და ზარზმის ღირსეული წარმომადგენელი. მისი ღიმილი, ხასიათი და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდობა ბევრის გულში დარჩება.ასეთი დანაკარგი მხოლოდ ოჯახის ტკივილი არ არის - ეს მთელი სოფლის ტკივილია...

ვწუხვარ კიდევ ერთი ახალგაზდის ტკვილს... საგინაძეებს დიდი ტკივილი დაგვატყდა თავს. ნათელი შენს სულს, ვუთანაგრძნობ ოჯახს..." - წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com