ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის დედაქალაქის სამოქალაქო დაცვის სამსახური ავრცელებს.

ღამით საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებული ორი პირი გარდაიცვალა. მსხვერპლთა შორის ფუნიკულიორის ერთი თანამშრომელია, ასევე როგორც პორტუგალიის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ვინაობა ჯერ უცნობია.

დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის არიან პორტუგალიის, გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეები. დაშავებულია ასევე სამი წლის ბავშვი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. გამოძიებას აწარმოებენ პოლიცია, პროკურატურა და ასევე ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების ორგანო.

მომხდარის გამო ლისაბონის მერიამ, შემოწმების დასრულებამდე, ფუნიკულიორის სამი სხვა ხაზის მუშაობაც შეაჩერა.

ცნობისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. პორტუგალიის მთავრობამ 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com