სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი – დაკავებულია 5 პირი » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი – დაკავებულია 5 პირი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში რომლის მიზანიც გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული Ultimate Fighting Championship-ის (UFC) Freedom 250 ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დამსწრე პირების მკვლელობა იყო.

გამოძიებაში ჩართულია FBI, რომელთა ცნობით დაკავებული პირები, იარაღს აგროვებდნენ და თავდასხმის გეგმას ამუშავებდნენ.

დაკავებები შაბათ-კვირას ოჰაიოში, მისურიში, ნებრასკასა და კალიფორნიაში განხორციელდა.

მიმდინარე სკანდალურ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

„FBI-მ, ჩვენმა სამართალდამცავმა პარტნიორებმა და ფედერალურმა პროკურორებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწრაფი რეაგირებითა და სიფხიზლით შეუძლიათ ამერიკის უსაფრთხოების დაცვა. მათ შეძლეს თავდასხმის გეგმის გამოვლენა, ჩაშლა და განადგურება მანამდე, სანამ იგი განხორციელდებოდა,“ – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა.

FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის თქმით, 10 ივნისს სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში დაგეგმილ UFC Freedom 250-ის ღონისძიებას ემუქრებოდა.

„FBI-ის, ჩვენი პარტნიორებისა და იუსტიციის დეპარტამენტის მრავალშტატიანი ოპერაციის შედეგად, რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია და სავარაუდო თავდასხმის გეგმა სრულად აღიკვეთა. ჩვენი გუნდი სწორედ ამისთვის არსებობს – რათა აღმოაჩინოს, აღკვეთოს და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ისინი, ვინც ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის,“ – აღნიშნა პატელმა.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com