სავსე ავტობუსი საწვავით დატვირთულ მანქანას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა: 70-ზე მეტი დაღუპული, მათ შორის 17 ბავშვი » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

სავსე ავტობუსი საწვავით დატვირთულ მანქანას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა: 70-ზე მეტი დაღუპული, მათ შორის 17 ბავშვი

ლტოლვილებით სავსე ავტობუსი, რომელიც ქაბულში მიდიოდა, მოტოციკლს, შემდეგ კი საწვავით დატვირთულ მანქანას შეეჯახა. ამის შემდეგ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას Deutce Welle ავრცელებს.

ავტობუსში ირანიდან დეპორტირებული ავღანელი ლტოლვილები იმყოფებოდნენ. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზად ავტობუსის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.

გაეროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ირანიდან და პაკისტანიდან ავღანეთში 1,2 მლნ ავღანელი ლტოლვილი დააბრუნეს. მიმდინარე წლის მარტში ირანის ხელისუფლებამ ავღანელ ლტოლვილებს ვადა მისცა 6 ივლისამდე, რომ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნდნენ. ავღანელი ლტოლვილები ქვეყნიდან ომისა და ჰუმანიტარული კრიზისების გამო გარბიან, რაც უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com