როდემდე გაგრძელდება უამინდობა ? - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

როდემდე გაგრძელდება უამინდობა ? - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას

5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ ადგილას ნალექი ძლიერი იქნება, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ინტენსიურმა ნალექებმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას შეუწყოს ხელი.

სპეციალისტები მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს, ურჩევენ, ყურადღებით ადევნონ თვალი ამინდის განახლებულ პროგნოზებს და საჭიროების შემთხვევაში დაიცვან შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციები.


წყარო: ​primetime.ge

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com