ცნობილია, რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

ცნობილია, რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომობილში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულები არიან შაკო ლურსმანაშვილი და დათო კობახიძე, რომლებიც, ახლობლების ინფორმაციით, უახლოესი მეგობრები იყვნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიციის თანამშრომლები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com