ხვალიდან მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

ხვალიდან მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება

11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან“ - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება კონკრეტულ მიმართულებებზე.
„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა N321, N339 და N385 მარშრუტებზეც.

წყარო: ​primetime.ge

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com