მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com