„22:10:07-ზე, დიდი სიჩქარით შემოდის ავტომობილი... რომელმაც დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა"- ვიდეო » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

„22:10:07-ზე, დიდი სიჩქარით შემოდის ავტომობილი... რომელმაც დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა"- ვიდეო

ტელეკომპანია „თრიალეთი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, რომელშიც, 13 ივლისს, გორში, ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობაა ასახული.

„გორი, 2026 წლის 13 ივლისი - ვიდეოში ასახულია ტრაგედიამდე 35 წამით ადრე ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვეულებრივი სიჩქარით. 22:10:07-ზე კი, კადრში დიდი სიჩქარით შემოდის ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა“, - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.

13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარმა საქართველო შეძრა. ავარიის ადგილიდან, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დედა მალევე გარდაიცვალა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ვერც 3 წლის გოგონას გადარჩენა მოხერხდა.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com