ტრაგედია მოხდა: ფუნიკულიორზე ვაგონი რელსებიდან გადავიდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

ტრაგედია მოხდა: ფუნიკულიორზე ვაგონი რელსებიდან გადავიდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ლისაბონში, ერთ-ერთ ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა.

როგორც მედია წერს, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

პორტუგალიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 13-ს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

ქვეყნის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისე პორტუგალიელები. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულ ფუნიკულიორს, ლისაბონელებთან ერთად, მრავალი ტურისტი იყენებს.

პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მთავრობა მალე მიაწოდებს ინციდენტის შესახებ მკაფიო ინფორმაციას.

ფუნიკულიორი „გლორია“ 275 მეტრის მანძილს ფარავს და მგზავრობა სამ წუთს გრძელდება.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com