ცნობილია ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ვინაობა » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

ცნობილია ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ვინაობა

ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე | მის ფოტოს TV პირველი ავრცელებს. ცნობილია ისიც, რომ ხორავას ქუჩაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია

გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”

ცოტა ხნის წინ ინტერპრესნიუსმა ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. გამოცემამ დაწერა, რომ თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა – კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა სწორედ ამის შემდეგ გაისროლა. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. დაჭრილი ქალი კი, მათი ინფორმაციით, ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხვდა

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com