„აქ არ შეიძლება დაყოვნება... ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ - ექიმის საგანგებო გაფრთხილება » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

„აქ არ შეიძლება დაყოვნება... ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ - ექიმის საგანგებო გაფრთხილება

სმენის უეცარ დაქვეითებაზე, ექიმი, ნეიროოტოლოგი, ეკატერინე ხარხელი საუბრობს.

„არსებობს სმენის ასაკობრივი დაქვეითება. სმენის დაქვეითება იწყება 40 წლის შემდეგ. არსებობს საინტერესო ფენომენი. სმენის უეცარი დაქვეითება მოწმენდილ ცაზე, რომელსაც არაფერი არ აპროვოცირებს. პაციენტები ამბობენ, რომ „გავიღვიძე და ცალ ყურში საერთოდ არ მაქვს სმენა". აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. ჰგონიათ, რომ ეს გაივლის, ჰგონიათ, რომ გოგირდოვანი საცობის პრობლემაა.

აქ არ შეიძლება დაყოვნება, ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც სწრაფ, გადაუდებელ რეაგირებას და დახმარებას მოითხოვს. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში, თუ დროზე არ ჩაერიე, მერე ხდება შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ყურში და სმენა აღარ აღდგება.

თუ უეცრად დაგვაკლდა სმენა ცალ ყურზე, განსაკუთრებით თუ ამას თავბრუსხვევა და ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი თან ერთვის, მაშინ არ უნდა დააყოვნოთ და უნდა მიმართოთ სპეციალისტს“,- ამბობს ეკატერინე ხარხელი.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com