რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2
Rac Yvelaze Dzalian Giyvars 2
ნოდარი ნუნუკაზე ნიშნობას აპირებს, მაგრამ ქალების გაგება უჭირს - წარსულის დამალვა თუ გახსნილობა? თიკუნა სიურპრიზისთვის მკერდის ოპერაციას იკეთებს, მყუდრო კი ელენეს სიყვარულს ისეთი მეთოდით აუხსნის, რომ ყველას თავი ტკივა. ნინი ფეხმძიმედ ყოველ წამს ერთგულების დასტურს ითხოვს, რობიკოს კი მხოლოდ ბიჭი შვილი სჭირდება. ლაშა და თეკლა ყველა საყვარელ ადამიანს ელიან, რადგან ახალი წელი სიყვარულით უნდა შეხვდნენ.















