იქ, სადაც მონსტრები ცხოვრობენ
Where the Wild Things Are
საძინებელში გამოკეტილი მაქსი მოწყენილობას ფანტაზიის ჯადოსნური ძალით ამარცხებს. ოთახის კედლები უეცრად ქრება, იქცევა უზარმაზარ ოკეანედ, სადაც ის პატარა ნავით მიცურავს. უცნობი კუნძული მას ველური, მეტყველი მხეცების სამეფოში მიიყვანს, სადაც ის მათ მეფედ გამოცხადდება.















