ხეიბართა ბანაკი
Crip Camp
1970-იანი წლების ამერიკაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები იძულებით იზოლირებდნენ, ერთადერთ თავშესაფრად ჯენედის საზაფხულო ბანაკი იქცა. იქ, სადაც სხვები „ხეიბართა ბანაკს“ ეძახდნენ, ისინი პირველად გრძნობდნენ თავს სრულფასოვან ადამიანებად. სწორედ ამ თანამოაზრეთა საზოგადოებამ შთააგონა მათი უფლებებისთვის ბრძოლა, რამაც საბოლოოდ ამერიკელი ინვალიდების შესახებ კანონის მიღებამდე მიიყვანა ქვეყანა.















