მსაჯული დრედი
Dredd
მომავალში, როცა დანაშაულმა კაცობრიობა ამოწყვეტის პირას მიიყვანა, სამართალდამცავებმა ულმობელი მოსამართლეების რაზმი შექმნეს. უახლესი აბჯრითა და იარაღით აღჭურვილი ეს მეომრები თავად იქცნენ კანონად. მათ შორის ყველაზე უდრეკი დრედია, რომლის ფოლადის ნებისყოფაც მეგაპოლისის ტალახში სამართლიანობის ბოლო სხივად იქცევა.















