ტრაგედია ბათუმში - 23 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾

ტრაგედია ბათუმში - 23 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

ბათუმში, შავ ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო. ნოდარ დარჩიძის ცხედარს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო.

ნოდარ დარჩიძის ფოტოს და სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„დღეს ზღვამ ყველაზე ძვირფასი უკან დააბრუნა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა... ნოდარ დარჩიძის ცხედარი ნაპოვნია. რამდენი ლოცვა, რამდენი იმედი, რამდენი ცრემლი… ყველას სჯეროდა, რომ ნოდარი ცოცხალი დაბრუნდებოდა. ოჯახი ბოლო წამამდე სასწაულს ელოდა, მაგრამ ყველაზე მძიმე ამბავი დადგა...

უფალმა ნათელში ამყოფოს ნოდარ დარჩიძის სული, ხოლო მის ოჯახს მისცეს ძალა, გაუძლოს ამ ენით აუწერელ ტკივილს“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

სხვა სიახლეები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com