რაპუნცელი
Tangled
მომხიბვლელი ავანტიურისტი ფლინი ღამის თავშესაფარს ეძებს და უღრან ტყეში მდგარ მიტოვებულ კოშკზე ადის. იქ მას ოქროსფერთმიანი რაპუნცელი ელოდება, რომელსაც თავისუფლება მხოლოდ ოცნებებში აქვს. ჯადოსნური თმის ძაფზე გადახლართული მათი ბედი მოულოდნელ თავგადასავალში გადაიზრდება, სადაც ციხე-კოშკის კედლებს გარეთ ნამდვილი ცხოვრება იწყება.















