ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა » AdjaraKino
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარცხენა 2 150₾ მარცხენა 3 150₾
FRENEBI.NET
იაფი ავიაბილეთები და ტურები.

საუკეთესო ფასები! 🌍
მარჯვენა 2 150₾ მარჯვენა 3 150₾
1 534 ნახვა
23.06.2026
4K / HD GEO ექსკლუზივი 100% უფასო

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

ცნობილი ქუთაისელი ექიმი – ნევროლოგი გოგა დევდარიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს.

ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს და საზოგადოებას.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ექიმ – ნევროლოგის, გოგა დევდარიანის გარდაცვალების გამო.

ბატონი გოგა ჩვენი კლინიკის ყოფილი თანამშრომელი იყო, პროფესიონალი ექიმი, ღირსეული კოლეგა და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და ადამიანური დამოკიდებულებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც კოლეგების, ისე პაციენტების გულებში.მისი პროფესიული საქმიანობა და ადამიანური ღირსებები ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

თანაგრძნობას გამოვთქვამთ და ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ნათესავებს. გოგა დევდარიანის ნათელი ხსოვნა მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი ფილმები

საძიებო ტეგები

×
×

რეკლამა საიტზე

ADJARAKINO.COM არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წამყვანი კინო-პორტალი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

1,000,000+
უნიკალური ვიზიტორი თვეში
3,000,000+
გვერდის დათვალიერება

სარეკლამო სივრცეებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

adjarakino.com@gmail.com