მარცხენა 1 150₾ მარცხენა 2 100₾ მარცხენა 3 80₾
მარჯვენა 1 150₾ მარჯვენა 2 100₾ მარჯვენა 3 80₾
👑 VIP ადგილი 1 250₾ 👑 VIP ადგილი 2 250₾

"მეგობრებს დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი. მოგვიანებით, თვითონ დავრჩი გაწბილებული - ვისაც დავეხმარე, სწორედ ერთ-ერთი მათგანისგან მივიღე "ზურგში დანა" - მერაბ შარიქაძე

"მსოფ­ლიო რაგ­ბი­სა" და WADA-ს (მსოფ­ლიო ან­ტი­სა­დო­პინ­გო სა­ა­გენ­ტო) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "რეკ­რე­ა­ცი­ულ ნარ­კო­ტი­კებ­სა და სინ­ჯე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ორ­კესტრი­რე­ბულ სქე­მა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, ექ­ვსმა ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბემ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ექიმ­მა სხვა­დას­ხვა ხან­გრძლი­ვო­ბის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღო. ყვე­ლა­ზე მკაც­რად და­ი­სა­ჯა "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" კა­პი­ტა­ნი მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, რომელ­საც 11 წლით აეკ­რძა­ლა რაგ­ბის თა­მა­ში. საქ­მე ეხე­ბა "სინ­ჯის ჩა­ნაც­ვლე­ბის" 2022 წლის შემ­თხვე­ვას, როცა შა­რი­ქა­ძემ, დო­პინგ-ტეს­ტის­თვის ჩა­სა­ბა­რებ­ლად თა­ნა­გუნ­დელს თა­ვი­სი შარ­დი გა­ა­ტა­ნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა რომ გავ­ბე­დე, უპ­რე­ცე­დენ­ტო დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია ამის ბრა­ლი­აო - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია "ბუკა" შა­რი­ქა­ძე. 33 წლის მო­რაგ­ბეს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით 104 მატ­ჩი უთა­მა­შია. აქე­დან ზუს­ტად ნა­ხე­ვა­რი (52 შეხ­ვედ­რა) - კა­პიტ­ნის რან­გში, რაც სარ­ე­კორ­დოა სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, რაგ­ბი­დან მოკ­ვე­თილ­მა მე­რაბ შა­რი­ქა­ძემ სა­დე­ბი­უ­ტო ორ­თაბ­რძო­ლა გა­მარ­თა შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია RKENA-ს ეგი­დით და პო­ლო­ნე­ლი პატ­რიკ კონტნი ტექ­ნი­კუ­რი ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა. და­ნარ­ჩე­ნი - ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში:

- 11-წლი­ან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცელ­და, თო­რემ ჩვენ, თით­ქმის ორი თვეა, ვი­ცით. ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, როცა პირ­ვე­ლად ვი­ლა­პა­რა­კე ამ თე­მა­ზე, ვთქვი - სას­ჯე­ლის ვა­დას კი­დევ უფრო გაზ­რდი­ან-მეთ­ქი. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მათი ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაძ­ლევ­და. მთლად 11 წელს არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, არც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რაგ­ბის თა­მაშს ექ­ვსი წლით ამიკ­რძა­ლავ­დნენ, თუ რვა ან თერ­თმე­ტი წლით - 2024 წლი­დან უკვე შე­გუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემ­თვის სა­რაგ­ბო კა­რი­ე­რა დამ­თავ­რდა... არას­დროს მით­ქვამს - დამ­ნა­შა­ვე არ ვარ-მეთ­ქი, ძა­ლი­ან დიდ სი­სუ­ლე­ლე­ში მოვ­ყე­ვი, მაგ­რამ ასეთ არა­ა­დეკ­ვა­ტურ სას­ჯელს არ ვიმ­სა­ხუ­რებ. ვერც კი ვხვდე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ამ­ბავ­ში მე გა­მო­მიყ­ვა­ნო ყვე­ლა­ზე დიდ დამ­ნა­შა­ვედ?!

- ფაქ­ტია - ყვე­ლა­ზე მკაც­რად სწო­რედ შენ დაგ­სა­ჯეს...

- მო­რა­ლურ მხა­რეს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ბა­ბი ხომ ყვე­ლა საქ­მეს აქვს? მეც რომ მქო­ნო­და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ტე­რე­სი, მო­ტი­ვი ან სარ­გე­ბე­ლი, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ჩემი "და­ნა­შა­უ­ლი" მხო­ლოდ ის არის, რომ მე­გობ­რებს დახ­მა­რე­ბა­ზე უარი ვერ ვუ­თხა­რი. მსოფ­ლიო ან­ტი­დო­პინ­გურ სა­ა­გენ­ტოს იმ­დე­ნად გა­უ­მარ­თა­ვი სის­ტე­მა ჰქონ­და, ვერც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ და­ნა­შა­ულს ჩავ­დი­ო­დი, რომ ასე­თი სი­სუ­ლე­ლის ნა­წი­ლი ვხდე­ბო­დი... იმ მო­მენ­ტში მე­გობ­რებს ვერ და­ვა­ღა­ლა­ტებ­დი, მაგ­რამ... სა­მა­გი­ე­როდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თვი­თონ დავ­რჩი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი - ვი­საც დახ­მა­რე­ბის ხელი გა­ვუ­წო­დე, სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნის­გან მი­ვი­ღე "ზურ­გში დანა". სპორ­ტში გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი რა­ღა­ცე­ბი მომ­ხდა­რა, ხალ­ხს გა­რი­გე­ბულ მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უმ­ტკი­ცე­ბენ და ერთი წლით, მაქ­სი­მუმ - წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით სჯი­ან, მე კი... ლა­მის უვა­დო დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მომ­ცეს შარ­დის სხვის­თვის მი­ცე­მის­თვის. დარ­ღვე­ვის­თვის, რაც არ კონ­ტროლ­დე­ბო­და - ყვე­ლა­ზე მე­ტად ამა­ზე მწყდე­ბა გული!

- რას გუ­ლის­ხმობ?

- "მსოფ­ლიო რაგ­ბი" და WADA საქ­მეს ისე ხა­ტა­ვენ, თით­ქოს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მხო­ლოდ ჩვენ ვართ - იმას კი აღარ კი­თხუ­ლო­ბენ, ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თუ ას­რუ­ლებ­დნენ საქ­მეს ჯე­როვ­ნად? ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც დო­პინგ-ტეს­ტე­ბის აღე­ბა ევა­ლე­ბო­დათ, ხომ პირ­და­პირ მათი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ - მო­ვა­ლე­ო­ბა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, ასე­თი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ვინ გა­ბე­დავ­და?!

არც უარ­ყო­ფენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­და­ნაც იყო, მაგ­რამ... შენი შარ­დი სხვის­თვის მა­ინც არ უნდა გა­გე­ტა­ნე­ბი­ნაო. დამ­ნა­შა­ვე ვარ და უნდა დავ­სჯი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ სას­ჯე­ლი ხომ და­ნა­შა­უ­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი უნდა იყოს?! მე რომ ან­ტი­სა­დო­პინ­გო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­სა­ტყუ­ებ­ლად რა­ი­მე სა­ხის მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ჩემი და­ნა­შა­უ­ლი ის არის, რომ გა­სა­ჭირ­ში მყოფ მე­გო­ბარს მისი მო­ტა­ნი­ლი სინ­ჯა­რით ჩემი შარ­დი გა­ვა­ტა­ნე. წუ­თი­თაც არ მქო­ნია გან­ცდა - რა­ღაც და­ვა­შა­ვე და ვა­ი­მე, ვინ­მემ არ გა­ი­გოს-მეთ­ქი. ასე­თი გან­ცდა რომ მქო­ნო­და, არც გა­ვა­კე­თებ­დი. სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პირ­და­პირ მი­თხრეს: ვი­ცით, რომ "არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ გქო­ნია და ამ ამ­ბავ­ში შემ­თხვე­ვით ხარ მო­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვი­ზამთ - დარ­ღვე­ვა არ­სე­ბობს და რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოჰ­ყვე­სო.

- ცხა­დია, კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვი უნდა და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ - და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ბა­მი­სად! შენს შემ­თხვე­ვა­ში კი ისე გა­მო­ვი­და, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად კი არა, სა­მა­გა­ლი­თოდ დაგ­სა­ჯეს.

- ასე­თი სას­ჯე­ლი იმის ბრა­ლია, გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბა რომ გავ­ბე­დე! პირ­ვე­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - ექ­ვსწლი­ან სას­ჯელს რომ დავ­თან­ხმე­ბო­დი, მი­ნი­მუმ ერთ წელს და­აკ­ლებ­დნენ და ხუთს "მაკ­მა­რებ­დნენ", მაგ­რამ გა­სა­ჩივ­რე­ბის დროს მო­სა­მარ­თლე ცი­ნი­კუ­რად იქ­ცე­ო­და, იცი­ნო­და და არც თა­ვის გა­მარ­თლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევ­და. მო­სა­მარ­თლე "მსოფ­ლიო რაგ­ბის" წარ­მო­ად­გენ­და და გა­მარ­თლე­ბის ილუ­ზია არ მქო­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად, "სპექ­ტაკ­ლის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით - მა­თი­ვე გა­ნა­ჩე­ნი "რაგ­ბის მსოფ­ლიო კავ­შირ­ში" გა­ვა­სა­ჩივ­რეთ. კი ბა­ტო­ნო, იუ­რი­დი­უ­ლად დამ­ნა­შა­ვე ვარ. მხო­ლოდ კა­ნო­ნე­ბით რომ შე­ხე­დო, ხან­გრძლი­ვი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მე­კუთ­ვნის, მაგ­რამ თუ სა­მარ­თა­ლი მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი არ­სე­ბობს, ადა­მი­ა­ნი-მო­სა­მარ­თლე რა­ღა­ში გვჭირ­დე­ბა?! "ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს" მი­ვან­დოთ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა, ყვე­ლა კა­ნო­ნის ნე­ბის­მი­ე­რი წვრილ­მა­ნი "ეცო­დი­ნე­ბა" და მერ­წმუ­ნეთ - არც ერთ შეც­დო­მას არ და­უშ­ვებს! ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, მო­სა­მარ­თლე იმი­ტომ არის ადა­მი­ა­ნი, რომ კა­ნო­ნის მუხ­ლე­ბის გარ­და, მო­რა­ლუ­რი მხა­რე, სა­ბა­ბი, ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ტა­ნოს.

- რა რე­აქ­ცია გქონ­და, როცა პირ­ვე­ლად გა­ი­გე, რომ შარ­დის ნი­მუ­შე­ბის გაც­ვლას გე­და­ვე­ბოდ­ნენ?

- ვი­საც ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩემი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ ("სე­ტან­ტა სპორ­ტს ჯორ­ჯია", 2025 წლის ნო­ემ­ბე­რი) არ უნა­ხავს, ვურ­ჩევ - ნა­ხოს და მერე გა­და­წყვი­ტოს, რა მას­შტა­ბის "ბო­როტ­მოქ­მე­დი" ვარ. ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი - დახ­მა­რე­ბა­ზე უარი ვერ ვუ­თხა­რი მა­შინ ჩემ­თვის ძა­ლი­ან სან­დო ადა­მი­ანს, ვერ და­ვა­ღა­ლა­ტე და... ბო­ლოს ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბად და­მიჯ­და. რაც შე­ე­ხე­ბა შენს კი­თხვას - რა­ღაც შეც­დო­მაა, მე და დო­პინ­გი-მეთ­ქი?! (რო­მელ დო­პინგზეა ლა­პა­რა­კი - "კოკა-კო­ლა­საც" კი არ ვსვამ­დი ხოლ­მე - დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ და­ვი­წყე "ზერო კო­ლას" და­ლე­ვა), მაგ­რამ როცა "შარ­დის გაც­ვლა" ახ­სე­ნეს, მა­შინ გა­მახ­სენ­და ორი წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ შარ­ში ვი­ყა­ვი... ოღონდ ასეთ სას­ჯელს მა­ინც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

- რას ფიქ­რობ - პირ­ველ რიგ­ში ვინ და­ა­ღა­ლა­ტე ამ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯით?

- რაგ­ბი... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

სხვა სიახლეები

🚀 სარეკლამო სივრცე 7 300₾
×