მარცხენა 1 150₾ მარცხენა 2 100₾ მარცხენა 3 80₾
მარჯვენა 1 150₾ მარჯვენა 2 100₾ მარჯვენა 3 80₾
👑 VIP ადგილი 1 250₾ 👑 VIP ადგილი 2 250₾

როდემდე გასტანს არამდგრადი ამინდები

როდემდე გასტანს არამდგრადი ამინდები - ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

როდემდე გასტანს არამდგრადი ამინდები - ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი.

ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.

კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.

შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

სხვა სიახლეები

🚀 სარეკლამო სივრცე 7 300₾
×